კახეთში ორი ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ინციდენტების ადგილებზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. კახეთის რეგიონში ოთხშაბათს ორი ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, პირველი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიებზე უწყებაში დაახლოებით 18:35 საათზე, ხოლო მეორე საფრენი აპარატის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე - 18:45 საათზე შევიდა.

ადგილებზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მომხდარის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

ამჟამად ინციდენტების დეტალებს პოლიცია და კრიმინალისტები არკვევენ.