„საქართველოში ტრანზიტთან დაკავშირებით პრობლემა არაა" – სომხეთის საელჩოს განცხადება

საქართველოში სომხეთის საელჩო საზოგადოებას მიმართავს, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ორი ქვეყნის ინტერესებს ვნებს.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში სომხეთის საელჩომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველო სომხეთში საწვავსა და ჰუმანიტარულ ტვირთს არ ატარებს, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

საელჩოს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს და სომხეთის დიპლომატიური მისია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან მუდმივ კავშირზეა.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო აფერხებს საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების სომხეთის მიმართულებით გატარებას, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი პრობლემის შემთხვევაში დაუკავშირდნენ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რათა ოპერატიულად მოხდეს საკითხის გადაჭრა. საელჩო საზოგადოებას ასევე მიმართავს, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც, პირველ რიგში, სომხეთის ინტერესებს ვნებს.