რომში გია ყანჩელის მუსიკა აჟღერდება

მაესტროს ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და კეთილ ნაწარმოებს „იავნანა მზეს“ საუკუნოვანი ისტორიის მქონე იტალიური ორკესტრი შეასრულებს.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის სცენაზე 29 ოქტომბერს შესრულდება დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის „იავნანა მზეს“.

მოსკოვში გია ყანჩელის ხსოვნის კონცერტი გაიმართება

ნაწარმოებს, რომელშიც 24 ენაზე ჟღერს სიტყვა „მზე“ და განკუთვნილია შერეული გუნდისა და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის ორკესტრი და გუნდი შეასრულებს.

ორკესტრი 1908 წელს დაარსდა. იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ორკესტრს სხვადასხვა დროს სათავეში ედგნენ მუსიკის ისეთი ლეგენდები, როგორიც არიან იან სიბელიუსი, გუსტავ მალერი, რიხარდ შტრაუსი და სხვ.

10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა>>

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი, „სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი 2019 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.