ყვითელი ამბები

„ქმარი წავიდა ჩემ დასთან და „ფეისბუქიდან“ წამშალა” – ნუკი კოშკელიშვილი გაოგნებულია

მსახიობი და ტელეწამყვანი ამერიკელ ქმარს დროებით დაშორდა. წყვილი კორონავირუსის პანდემიამ დააშორა. ნუკი თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ფიქრობს, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებით მამრობით სქესზე იმოქმედა, რადგან ქალებისგან ბევრ ისტორიას ისმენს, თუ როგორ არაადეკვატურად იქცევიან ისინი.

მოდელის თქმით, განსაკუთრებული შოკი მაშინ მიიღო, როდესაც ერთ საღამოს ბავშვი დედას დაუტოვა და გასართობად წავიდა მეგობრებთან ერთად, იქ კი ქალების მთელი არმია დახვდა, რომლებიც მამაკაცებისგან გულნატკენები იყვნენ.

„ქმარი წავიდა ჩემ დასთან და „ფეისბუქიდან“ წამშალა”, ან „ერთად ვიყავით 4 წელი და ერთად ვცხოვრობდით და უცბად გაქრა აღარ მწერს”, ან „მომწერა მომენატრე და მიყვარხარ და რომ ვუპასუხე „დამსინა“, ან „სოფელში წავიდა და იქ ვიღაც გაიჩინა, აღარც მე ვუნდივარ და აღარც ჩვენი შვილები“. აი გეფიცებით, დარწმუნებული ვარ ეს 2020-ს რაღაც ახალი სენია“, – წერს გაოცებული ფოტომოდელი „ინსტაგრამზე“.

ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის. რამდენიმე კვირით ჩამოსულ მსახიობს არ გაუმართლა, მას ქმართან დაშორება და ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩენა მოუწია. წყვილი ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტება, რაც ნუკისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ის ქმართან განშორების განსაცდელს სხვადასხვა ხერხით ებრძვის.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა კი, პირიქით, სწორედ ქმარი და შტატებში გამგზავრება ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი დღე იზრდება.