ყვითელი ამბები

„მიყვარს...“ – ვინ არის მსახიობი, რომლის მიმართაც ტელეწამყვანს სიმპათიები აქვს? – ფოტო

ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ინტერესის ობიექტის ფოტო გაასაჯაროვა. ნახეთ რას წერს მაია ასათიანი.
Sputnik

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა ტელეწამყვანმა.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა.

ცოტა ხნის წინ კი მან „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მამაკაცის ფოტო დადო წარწერით „ეს ბიჭი მიყვარს“. როგორც ჩანს, ტელეწამყვანმა პირად შეტყობინებაში უამრავი წერილი მიიღო, რის შემდეგაც მოუწია განმარტების დაწერა, ვინაა ეს მამაკაცი. აღმოჩნდა, რომ ბიჭი, რომელიც მაია ასათიანს ძალიან მოსწონს, მისი საყვარელი სერიალის გმირია და არაფერი აქვს საერთო ტელეწამყვანის რეალურ ცხოვრებასთან.