„ორი კვირა ოქროს გარეშე“ – კორონავირუსმა თბილისის ოქროს ბირჟაზეც შეაღწია

კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ბირჟის რამდენიმე გამყიდველი უკვე ჰოსპიტალიზებულია, სავაჭრო ცენტრი კი დროებით დაიკეტა.
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის „ოქროს ბირჟის“ რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, ძვირფასეულობის გაყიდვა შეჩერებულია.

ე.წ. ოქროს ბირჟამ, რომელიც სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალშია“ განთავსებული, მუშაობა ორი კვირით შეაჩერა.

პირდაპირ თვითიზოლაციაში! - ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს PCR-ტესტს არ ჩაუტარებენ

ინიფიცირებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უკვე მოათავსეს კლინიკებში.

„სხვებსაც რომ არ გადასდებოდა, იმუნოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, ბირჟა ორი კვირით დავკეტეთ. ინფიცირებული არიან გამყიდველები და უკვე კლინიკებში არიან მოთავსებული. ორი დღის წინ დაახლოებით 5-7 ადამიანი იყო ინფიცირებული“, – განაცხადა „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ეთერ ყიფიანმა „პირველი არხის“ ეთერში.

ბოლო პერიოდში საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება. ყოველდღიურად ინფიცირების დაახლოებით 500 შემთხვევა ვლინდება.