გიორგი გახარია: ორ წელიწადში თბილისს გამწვანების უმაღლესი ზონა ექნება
© Sputnik
„ორ წელიწადში, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, როდესაც თბილისს, როგორც მსოფლიოს ბევრ დედაქალაქს, ექნება გამწვანების უმაღლესი ზონა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ იქ შევხვდებით და აღვნიშნავთ ამ დღეს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროექტი უკვე დაიწყო და ორ წელიწადში თბილისს ასეთი სივრცე ექნება. ეს ყველაფერი, ეკოლოგიური კომპონენტის გარდა, შეიცავს ამ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების სტილის ცვლილებას. ჩვენ გვექნება ისეთი სივრცეები, სადაც ჩვენი ბავშვები გაიზრდებიან“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ადგილზე გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცეს.