ბაქო სომხეთის ინფრასტრუქტურის დაბომბვას გეგმავს

ბაქოში განაცხადეს, რომ სომხეთის მიერ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ გამოყენების შემთხვევაში აზერბაიჯანი საპასუხო ზომებს მიიღებს
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ გასანოვმა გასცა ბრძანება დაიგეგმოს დარტყმები დიდი გამანადგურებელი ძალის შეიარაღების გამოყენებით, რომლის მიზანს „მოწინააღმდეგის სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურა“ წარმოდგენს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

„თუ საჭირო გახდა“, ერევანი ყარაბაღში „ისკანდერებს“ და გამანადგურებლებს გამოიყენებს >>

სამშაბათს მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამსახურებრივ თათბირზე კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სიტუაცია შეფასდა.

„მინისტრმა უბრძანა აზერბაიჯანის არმიას დაიგეგმოს მოქმედებები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სამხედრო-სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებაზე, დიდი გამანადგურებელი ძალის შეიარაღების გამოყენებით“, - იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვითი უწყების პრეს-სამსახური.

გასანოვმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ გამოყენების შემთხვევაში აზერბაიჯანი ადეკვატურ საპასუხო ზომებს მიიღებს.

„საქართველოში ტრანზიტთან დაკავშირებით პრობლემა არაა" – სომხეთის საელჩოს განცხადება

თავდაცვის მინისტრმა დაავალა ჯარებს, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჭირო ზომები მიიღონ.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. მხარეები დიდი მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფლებებმა სამხედრო მდგომარეობა 27 სექტემბერს გამოაცხადეს. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

რიგმა სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველომ, მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს. პრემიერმა გიორგი გახარიამ კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა შესთავაზა.