„ხელი გაწიე...“ – ავტობუსში პირბადის გამო მოქალაქე მგზავრებს დაუპირისპირდა – ვიდეო

თბილისში სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ერთ-ერთ ავტობუსში მგზავრებს შორის დაპირისპირება პირბადის გამო მოხდა. ნახეთ ვიდეო.
Sputnik

სამგზავრო ავტობუსის მგზავრი თავად აქვეყნებს ვიდეოს, როგორ დაუპირისპირდნენ მას სხვა მგზავრები და ავტობუსის გამცილებელი იმის გამო, რომ მას პირბადე არ უკეთია.

ვიდეოში ისმის უკმაყოფილო კომენტარები, რომ იმის გამო, რომ მას პირბადე არ უკეთია, სხვებსაც ზიანს აყენებს, რასაც ვიდეოს ავტორი არ ეთანხმება და ვერ ხვდება, რატომ ლანძღავენ პირბადის გამო.