ყვითელი ამბები

შემოდგომის „ლუქი“ ორსული ანუკი არეშიძისგან – დიზაინერი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

ფეხმძიმე დიზაინერის საშემოდგომო სტილი ყველა ორსულისთვის მისაბაძია. ნახეთ როგორ შეუხამა ტანზე მომდგარი სამოსი დიზაინერმა ერთმანეთს.
Sputnik

ცნობილი დიზაინერის გემოვნება ბევრისთვის მისაბაძია. მისი სტილით ხშირად ინტერესდებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოდის მიმდევრები. ამჯერად დიზაინერის ორსულობის „ლუქით“ ერთ-ერთი უცხოური მოდის ბლოგი დაინტერესდა და „ინსტაგრამზე“ ანუკის 2013 წლის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ანუკის ღია რძისფერი ზედა აქვს შეხამებული მოკლე ქვედაბოლოსთან. ფოტო დიზაინერმა საკუთარ „სთორიზე“ გაიზიარა, როგორც ჩანს, ნოსტალგია შემოაწვა.

ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძე მეგობრის ნინა დოლიძის ქორწილში საკუთარი დიზაინით შექმნილი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. რამდენიმე საათში დიზაინერის კაბას უამრავი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად, რისთვისაც არეშიძემ მათ მადლობა საჯაროდაც გადაუხადა.

საზოგადოების აღფრთოვანებას ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ.

აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 500 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.