COVID-19 - ბოლო ცნობები

რამდენ ხანში შეიძლება კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირება: ვირუსოლოგის პასუხი

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კოლექტიური იმუნიტეტი უძლურია ახალი კოროვირუსული ინფექციის, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მათ, ვინც უკვე განიკურნა COVID–19–სგან, ახალი ტიპის კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი დაახლოებით  ნახევარი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ, მიაჩნია ვირუსოლოგს,   ფუნდამენტური და ტრანსლაციური მედიცინის კვლევითი ცენტრის თანამშრომელსა და „ვექტორის“ ლაბორატორიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრ ჩეპურნოვს. 

COVID-19-სადმი ბუნებრივი იმუნიტეტი შესაძლოა ადამიანების 50%-ს ჰქონდეს: მეცნიერები

მედიკოსის თქმით, კორონავირუსული დაავადებისგან განკურნებული პაციენტების სისხლში ანტისხეულების რაოდენობა თანდათან მცირდება და სამი–ოთხი თვის შემდეგ პრაქტიკულად სრულად ქრება. ხოლო მეხუთე–მეექვსე თვეს უჯრედული იმუნიტეტი წყვეტს კორონავირუსულ ანტიგენზე პასუხს.

ჩეპურნოვმა განმარტა, რომ სწორედ ახლა აკვირდებიან პაციენტს, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ „შესანიშნავი იმუნური პროგრამა ჰქონდა“, თუმცა პირველი ინფიცირებიდან ექვსი თვის შემდეგ განმეორებით დაავადდა. შესაბამისად, მედიკოსები ასკვნიან, რომ:

„ისინი, ვინც აპრილ–მაისში იყვნენ COVID–19–ით ავად, ნახევარი წლის შემდეგ კვლავ აღმოჩნდებიან ინფიცირების საფრთხის ქვეშ“, — ხაზგასმით აღნიშნავს ექიმი.

ამასთან ჩეპურნოვი დარწმუნებულია, რომ დაავადებისგან განკურნებულთა რაოდენობის ზრდა ხელს ვერ შეუწყობს კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირებას.

„კოლექტიური იმუნიტეტი არ გვიშველის“ – ჯანმო განმარტავს

„განკურნებულთა დახმარებით კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირების იმედი აღარ არსებობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს ვერ მოხდება“, — ირწმუნება ვირუსოლოგი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლისო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირება 35 179 573 ადამიანს დაუდგინდა. აქედან გარდაიცვალა 1 037 340 და განიკურნა 24 524 539 კაცი. ინფიცირებულთა რაოდენობით ამ დროისათვის პირველ ხუთეულში შედიან: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და კოლუმბია.