იტალია და საფრანგეთი დაიტბორა: ქარიშხალ „ალექსის“ საშინელი შედეგები - ფოტო

Sputnik

საფრანგეთისა და იტალიის ზოგიერთ რეგიონში ბოლო დღეებში ნალექის სამი თვის ნორმა მოვიდა. ეს გამოიწვია ქარიშხალმა „ალექსმა“. რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა, მათ შორის დასახლებული პუნქტებიც.

სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანდა გზები, ინფრასტრუქტურა და ასობით სახლი. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულების ძებნა. წყალდიდობა რამდენიმე რეგიონში მოხდა, ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

1 / 19
ასი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა ქარიშხლის ალექსის შედეგად მოხდა, რომელიც საფრანგეთისა და იტალიის რიგ მეზობელ რეგიონებს შეეხო. ფოტოზე - მძვინვარებული მდინარე ანადგურებს გზებსა და შენობებს სამხრეთ–საფრანგეთში, სენ–მარტინ–ვეზუბიში
2 / 19
ბოლო დღეების განმავლობაში, ნალექების რეკორდული რაოდენობა მოვიდა იტალიისა და საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ფოტოზე - ასე გამოიყურება ქალაქი სენ–მარტინ–ვეზუბი ახლა მდინარე ვესუბის ადიდების შემდეგ
3 / 19
წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ასობით სახლი. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ათობით ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ფოტოზე - დაზიანებული შენობები და გზები საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ როკბიიეში მას შემდეგ, რაც მდინარე ვესუბი ადიდდა
4 / 19
ხანგრძლივი ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე მდინარე ადიდდა და დატბორა შემოგარენი. ფოტოზე - წყალდიდობა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ბრეი-სურ-რუაიაში
5 / 19
საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სენ–მარტინ–ვეზუბიში დღეში 500 მმ ნალექი დაფიქსირდა, ხოლო სხვა ქალაქებში დაახლოებით 400 მმ, რაც წლის ამ პერიოდის სამთვიან ნორმაზე მეტია. ფოტოზე - წყალდიდობა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ბრეი-სურ-რუაიაში
6 / 19
ძლიერი წვიმის გამოდღის განმავლობაში მდინარეებში წყლის დონემ რამდენიმე მეტრით მოიმატა და ნაპირებიდან გადმოვიდა. ფოტოზე - დატბორილი მანქანა მდინარე ვესუბიში, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით
7 / 19
მაშველები წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის დროს
8 / 19
წყალდიდობამ უზარმაზარი ზარალი გამოიწვია. ფოტოზე - პოლიციელი განადგურებულ და დატბორილ მანქანებს შორის ქალაქ ბრეი-სურ-რუაიაში
9 / 19
საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი ბოლო დროის ყველაზე საშინელი წყალდიდობაა. ფოტოზე - წყალდიდობის შედეგები ქალაქ სენ-მარტინ-ვესუბიში,
10 / 19
წყალდიდობის შედეგები იტალიის პიემონტის რეგიონში, გარესიოს კომუნაში. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანია
11 / 19
ხიდები ფაქტიურად წყალმა წალეკა. ფოტოზე - სამშენებლო ტექნიკა, რომელიც მუშაობს იტალიის პიემონტის რეგიონში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე
12 / 19
წყალდიდობისგან განადგურებული სახლი როკბიიეში
13 / 19
სტიქიის მასშტაბები ქალაქ ბრეი-სურ-რუაიაში
14 / 19
სტიქიის შედეგად სხვადასხვა ქალაქების ქუჩები არა მხოლოდ დაიტბორა, არამედ განადგურდა ინფრასტრუქტურა. ათობით ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ფოტოზე - წყალდიდობის შედეგები ქალაქ ბრეი-სურ-რუაიაში
15 / 19
წყალდიდობის შემდეგ საქალაქო სამსახურების თანამშრომლები ქუჩას ასუფთავებენ. გარესიოს კომუნა იტალიის პიემონტის რეგიონში
16 / 19
წყალდიდობის შედეგები თანაბრად მძიმეა ორივე ქვეყანაში. მოსახლეობა ბრეი-სურ-რუაიას ქუჩებში დახეტიალობს
17 / 19
ბრეი-სურ-რუაიას ქუჩებს ტალახისგან ასუფთავებენ. ქალაქში მანქანების მოძრაობა შეჩერებულია - ასობით მანქანა დატბორილი და გამოუსადეგარია, თუმცა წასასვლელიც არსად არის
18 / 19
საშინელი შედეგების მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება. ფოტოზე - ბავშვები სკუტერებით დადიან იტალიის პიემონტის რეგიონში, გარესიოს კომუნის ტალახიან ქუჩებში
19 / 19
რამდენი დრო დასჭირდება სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, ჯერ-ჯერობით უცნობია