საქართველოში ახალგაზრდობისთვის ინოვაციური იდეების კონკურსი გამოცხადდა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 21–დან 35 წლამდე ნებისმიერ მსურველს, სამეწარმეო იდეით, რომელსაც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში გამოცხადდა ინოვაციების კონკურსი ახალგაზრდებისთვის – მათი იდეები უნდა დაეხმაროს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას განათლების, სიღარიბის დაძლევისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

კონკურსის ორგანიზატორია სოციალური ინოვაციების პლატფორმა, რომელიც კონსულტაციებისა და სწავლების ცენტრის (CTC) ახალი ინიციატივაა. კონკურსის მიზანია სამეწარმეო იდეების წახალისება და განვითარება, სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდობის მხარდაჭერა ინიციარივების რეალიზებასა და განვითარებაში.

„აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის დახმარების ახალ პროექტს იწყებს

კონკურსში მონაწილეობის კიღება შეუძლიათ 21–დან 35 წლამდე პირებს, რომლებსაც სურთ მუშაობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტაზე და თავს სოციალურად პასუხისმგებელ ადამიანებად მიიჩნევენ. სანამ მსურველები იდეას წარადგენენ, მათ ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ ონლაინ–კურსი „სოციალური ინოვაციები ცვლილებებისთვის“. ეს მათ ხარისხიანი განაცხადების მომზადებაში დაეხმარება.

ჟიური პირველ ეტაპზე შეაფასებს განაცხადებს და შემდგომი ეტაპისთვის საუკეთესო იდეებს შეარჩევს. მეორე ეტაპზე კონკურსის მონაწილეები წარადგენენ საკუთარ იდეებს. შემდეგ ეტაპზე კანდიდატები კონკრეტულ საპროექტო განაცხადებს წარადგენენ.

კონკურსის ჟიური ფინალში ხუთ გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებულები წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში, დასახული მიზნების მისაღწევად, კონსულტაცეიბს მიიღებენ. კონკურსზე დასარეგისტრირებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა აქ.