მსოფლიო დღეს

„უგუნური საქციელი“: ტრამპი საავადმყოფოდან ცოტა ხნით „გაიპარა“

კორონავირუსით ინფიცირებულმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნით დატოვა საავადმყოფო, რათა მხარდამჭერებს მისალმებოდა
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტის საქციელი, რომელიც მხარდამჭერებთან შესახვედრად გავიდა საავადმყოფოდან, უგუნურია, წერს  ექიმი ჯეიმს ფილიპსი საკუთარ Twitter-ზე. 

​მედიკოსის თქმით, ყველა ის პირი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა ამ „სრულიად არასაჭირო“ მგზავრობისას, 14 დღით უნდა მოთავსდეს კარანტინში.

„ისინი შეიძლება დაავადდნენ. შეიძლება მოკვდნენ. პოლიტიკური თეატრალური წარმოდგენის გამო. ტრამპმა მათ თეატრის გამო სიცოცხლის გარისკვა უბრძანა, ეს უგუნურებაა“, — წერს ფილიპსი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯად დირმა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან მისასალმებლად ექიმების ნებართვით წავიდა. ამასთან, პრეზიდენტის მგზავრობის დროს მიღებული იყო უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა მისი თანმხლები პირების ინფიცირებისგან დასაცავად.

​აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი საავადმყოფოსთან შეკრებილ მხარდამჭერებს ავტომობილიდან მიესალმა — ის მანქანიდან არ გადმოსულა, რის შემდეგაც კვლავ საავადმყოფოში დაბრუნდა. 

პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე ატვირთა ავტომობილიდან გადაღებული ვიდეო და მადლობა გადაუხადა მომხრეებს.