ყვითელი ამბები

„12 წლის ასაკში რეჟისორმა იძალადა...“ - ალექსანდრა პაიჭაძის შოკის მომგვრელი აღიარება

ცნობილი მოდელი სოციალურ ქსელში შოკის მომგვრელ ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რა დაემართა ალექსანდრას 12 წლის ასაკში
Sputnik

ალექსანდრას გარშემო უამრავი ქალი გაერთიანდა. მის გვერდს მამაკაცები უფრო მეტი რაოდენობით ათვალიერებენ, თუმცა ქალბატონებისთვის ალექსანდრა ერთგვარ მოტივატორად იქცა. რამდენიმე თვის წინ ალექსანდრამ აღიარა, რომ ბევრი მუშაობა მოუხდა იმაზე, რათა მამაკაცების მიმართ შინაგანი ბრაზი დაეძლია. „ინსტაგრამის“ „ფოლოუერებთან“ კი არ დამალა, რომ მათგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა.

ქალი იხსენებს, რომ 12-13 წლის ასაკში ერთ-ერთმა რეჟისორმა მასზე ძალადობა სცადა, შემდეგ 2017 წელს ტელევიზიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, შემდეგ იყო თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თუმცა მათი ვინაობის გამჟღავნებას არ აპირებს, რადგან მათ იმიჯს უფრთხილდება.

მოდელი ცეცხლოვანი და მომხიბლავი იმიჯით გამოირჩევა. 21 წლის დაოჯახდა და მალე ვაჟი დემეტრე შეეძინა. მისი რჩეული ფეხბურთელი გიორგი ხატიაშვილი იყო. შვილის აღზრდაში დიდ ძალისხმევასა და მონდომებას დებს, რათა დემეტრე ნამდვილ ჯენტლმენად გაზარდოს.

როგორც ჩანს, დედა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. რამდენიმე მტკივნეული ურთიერთობის დასრულების შემდეგ ალექსანდრე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ საუბრობს, თუმცა თაყვანისმცემლებისთვის რჩევების მისაცემად მუდამ მზად არის.