აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან გაგრძელდა და მასში დაკარგულის ოჯახის ნათესავები და მეგობრებიც ჩაერთნენ
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მაშველები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელ მალხაზ ჯაფარიძეს ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალში, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აჭარაში მომხდარმა საშინელმა მეწყერმა მსხვერპლი გამოიწვია - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ჯაფარიძე მდინარეში 1-ელ ოქტომბერს გადავარდა მანქანით სოფელ სატეხიაში  უეცრად მოვარდნილი ღვარცოფის გამო. მაშველებმა ავტომობილი იმავე ღამით ამოიყვანეს, თუმცა მძღოლს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

მალხაზ ჯაფარიძის დედის განმარტებით, უბედური შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა, როდესაც მისი შვილი სამსახურეობრივი მანქანით გადადგილდებოდა.

სამძებრო ღონისძიებებში დღეს დილიდან დაკარგულის ოჯახის ნათესავები და მეგობრებიც ჩაერთვნენ. პარალელურად სამძებრო პროცესი გრძელდება ზღვაშიც.