Sputnik-ის ჟურნალისტის სცენარით გადაღებული ფილმი კინოფესტივალზე აჩვენეს

ჩაიფიქრა რა საბავშვო ფილმის სცენარის დაწერა, Sputnik-ის კორესპონდენტი ლევ რიჟკოვი იმდენად გაიტაცა საქმემ, რომ „რუსული მატრიცის“ გადაღება მოისურვა.
Sputnik

მასში არის სიყვარულიც, განგსტერებიცა და... ჩაკეტილი საზღვრებიც, როგორც ამასწინანდელი კარანტინისას.

ოსკარზე წარსადგენად წელს სამი ქართული ფილმი იბრძოლებს

მოსკოვის 42-ე კინოფესტივალზე, რომელიც მოსკოვში გაიხსნა, პროგრამა „სპექტრში“ ერთადერთი რუსული სურათი იყო ნაჩვენები ― სახელწოდებით Москвы не бывает. ფილმის სცენარის ავტორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ჟურნალისტი ლევ რიჟკოვია. დანარჩენი ორი ათეული ფილმი სხვადასხვა ქვეყნებშია გადაღებული ― დაწყებული პოლონეთით და დასრულებული პორტუგალიით.   

ლევ რიჟკოვისთვის სრული მეტრაჟი დებიუტია. სასცენაროს გამოცდილება მას ჰქონდა, მაგრამ დოკუმენტურ კინოში. რამდენიმე წლის წინ მან სცენარი დაწერა RT.doc-ის გადამღები ჯგუფისთვის, რომელიც იარარის წარმოების შესახებ დოკუმენტურ სერიალზე მუშაობდა.

მხატვრულ ფილმ Москвы не бывает-თან დაკავშირებით კი ყველაფერი შემთხვევით მოხდა და Sputnik-ში მუშაობის გარეშე არც გამოვიდოდა. 2015 წელს ლევ რიჟკოვი რედაქციის დავალებით დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების ფესტივალ „კინოშოკზე“ წავიდა ანაპაში, სადაც გაიცნო კიდეც ხალხი კინოს ინდუსტრიიდან. 

დეა კულუმბეგაშვილის ტრიუმფი სან-სებასტიანში: ფილმმა „დასაწყისი“ ყველა მთავარი ჯილდო მოხსნა

ერთ-ერთმა რეჟისორმა ჰკითხა რიჟკოვს, ხომ ვერ დაწერდა სცენარს საბავშვო ფილმისთვის? მოსკოვში დაბრუნებულმა ჟურნალისტმა საბავშვო ფილმის „წერა“ კი დაიწყო, მაგრამ დაწერა არა უბრალოდ „სადიდო“ ფიმის სცენარი, არამედ კინოლენტისა ― ჩახლართული კრიმინალურ-მისტიკური სიუჟეტით, რომელსაც თავად „რუსულ მატრიცას“ უწოდებს.

„ფილმის გმირი, უბრალო მუშა ბიჭი ლიოხა, სულაც არ არის სუპერმენი. ყველა მისი მცდელობა, აეწყო ცხოვრება, კატასტროფით მთავრდება. ამიტომაც ლიოხა უბრალოდ მიჰყვება დინებას. ერთხელაც, თავისი სისულელით, განგსტერებს გადაუჭრა გზა ― მიწვდომელი ლამაზმანი შეუყვარდა, რომელიც პროვინციიდან მოსკოვში წასვლის იდეით იყო შეპყრობილი. და აქ ირკვევა, რომ დედაქალაქისკენ არცერთი გზა არ მიდის, კვალში კი განგსტერები უდგანან“, ― ჰყვება ფილმის სიუჟეტურ ხაზს ავტორი.

სცენარისტი გამოტყდა, რომ სურათს საფუძვლად მისი ორი მოთხრობა დაედო, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის წინ დაწერა და მარტო ინტერნეტში გამოაქვეყნა. მათგან გამოვიდა კიდეც „რაღაც მესამე“, რაც ფილმის სცენარად იქცა.  

„რეჟისორი დმიტრი ფიოდოროვი და პროდიუსერი ალექსეი არხიპოვი მაშინვე დაინტერესდნენ ისტორიით. მაგრამ შემოკლება მაიძულეს, იმიტომ რომ 2,5 საათიანი სურატი გამოვიდა. ამდენ ხანს კი დარბაზში ბლოკბასტერის საყურებლადაც კი ჭირს გაჩერება. თუმცა კიდევ უკეთესი გამოვიდა ― გაქრა ისეთი სისულელეები, როგორებიცაა გმირების წარსულში დაბრუნება“, ― ამბობს ლევ რიჟკოვი.

ფილმის გადაღება 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო მოსკოვის მახლობლად მდებარე პაწაწა ქალაქ ერმოლინოში. და გადამღებმა ჯგუფმა მაშინვე ააფორიაქა ადგილობრივი საერთო საცხოვრებლის მოსახლეთა მშვიდი ცხოვრება. მათ პირველად ნახეს არა მარტო „კინოშნიკები“, არამედ გადასაღები ტექნიკაც ― კამერები და რელსები, რომლებიც მათ სახლში დააყენეს.

ნანა ჯორჯაძის ფილმმა „ბოცვრის თათი“ რუსეთში ჯილდო მოიპოვა

„მობინადრეები ძალიან გაკვირვებულები იყვნენ. მთავარი როლის შემსრულებელმა ივან ფედოტოვმა იმდენად დამაჯერებლად შეასრულა ნასვამი ყმაწვილის როლი, რომ მათ დაიჯერეს, თითქოს ასეთი სცენების დროს მსახიობები მართლაც თვრებიან. ხოლო როდესაც მან ფანჯრიდან ქვებით სავსე ბადურა გადააგდო, აღშფოთდნენ და ჩემთან მოცვივდნენ საჩივლელად, აქ რა ხულიგნობა და ალკოჰოლიზმი მოაწყვეთო. ძლივს ავუხსენით და დავარწმუნეთ, რომ ყველაფერი რიგში იყო და უფრო მეტიც, მათ საერთო საცხოვრებელს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩენებდნენ. ვინ წარმოიდგენდა, რომ მაშინ არ ვიტყუებოდი?“ ― იცინის სცენარისტი.

ფილმის პრემიერა მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა შემდგარიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო შემოდგომისთვის.