COVID-19: ახალი ცნობები სამეგრელოდან

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად გაიზარდა და 8118-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 3 992 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. სამეგრელოში ბოლო დღე–ღამეში COVID-19-ის 10 შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი.

ახალი ათი შემთხვევიდან ხუთი უკავშირდება საბერიოს, ორი  ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ორი უკავშირდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს (ერთი სავაჭრო ცენტრ „გორგიას“დარაჯის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, მეორე კი – რუხის სკოლის მოსწავლის კონტაქტი). რაც შეეხება მეათე ინფიცირებულს, ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია და ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

COVID-19 საქართველოში: ანტირეკორდების სერია გრძელდება – ახალი შემთხვევები ბოლო დღე-ღამეში

რეგიონში სულ ინფიცირებულია 159 მოქალაქე. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 71 პაციენტი გადის, აქედან რვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 24 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება 130 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად, 554-ით გაიზარდა და 8118-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 252 ადამიანი შეემატა და მათი საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.

ვირუსით საქართველოში 50 ადამიანია გარდაცვლილი.

ნიკა ლატარია