ყვითელი ამბები

„როგორც ველოდი, ჩემი პასუხი ტესტზე დადებითია“ – ხატია სიჭინავა განცხადებას ავრცელებს

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და უჩვეულო ინფორმაციას აქვეყნებს.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდებს, როდესაც რაიმეს კითხულობენ, ბოლომდე წაიკითხონ, რადგან ამბის სათაურმა ხშირად შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ისინი.

ამის მაგალითად ყოფილ ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ მის მიერ გამოქვეყნებული ტექსტი მოჰყავს, სადაც IQ ტესტთან დაკავშირებით წერდა, რომელიც რატომღაც ყველამ კორონავირუსის ტესტად აღიქვა.

„მეგობრებო, როგორც ველოდი, ჩემი პასუხი ტესტზე დადებითია! დიახ, მე დადებითად დამიდასტურდა მაღალი intelligence quotient (IQ) ტესტი. რამდენს აგიძგერდათ გული სიამოვნებისგან, სანამ მეორე წინადადებაზე გადახვედით? აი თქვენი IQ მართლა ვიბრირებს“, – დაწერა სიჭინავამ.

ყოფილი ტელეწამყვანი კორონავირუსის პანდემიისას სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა. ხატია სიჭინავას სჯერა, რომ აღსასრული ახლოა, მალე მთელ მსოფლიოს ერთი მმართველი ეყოლება და ადამიანები დაიჩიპებიან.

სიჭინავა ფიქრობს, რომ სკოლა არ დაიწყება არც ოქტომბერში, არც ნოემბერში და ეს არ არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, რადგან მოკლე დროში მთავრობაც არ გვეყოლება, რადგან მალე მსოფლიო გაერთიანდება და ვერაფერი შეცვლის წინასწარმეტყველებას, რომელიც ბიბლიაშია.