ქობულეთის რაიონში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

გარდაცვლილის მეზობლების ვარაუდით, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას. ისინი სხვა ვერსიებს გამორიცხავენ
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 11 წლის მოზარდი ტრაქტორზე გაბმულ თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ, 1 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოედანზე ძმამ იპოვა. მეზობლების ვარაუდით, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას. ისინი სხვა ვერსიებს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მოზარდს პრობლემები არ ჰქონია არც თანატოლებთან და არც ოჯახის წევრებთან.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.