მსოფლიო დღეს

ევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს: ლუკაშენკო „შავ სიაში“ არ არის

მანამდე ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც ბელარუსის ლიდერს პოსტიდან წასვლა მოუწოდა, ურჩია, საკუთარ საქმეებს მიხედოს.
Sputnik

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს რამდენიმე ათეულ ადმიანს, რომელთა შორის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო არ იქნება, განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა.

„საკუთარ საქმეებს მიხედე“ – ლუკაშენკო ემანუელ მაკრონს პასუხობს
„ხვალ წერილობითი პროცედურით მოვახდენთ ბელარუსის საკითხზე სანქციების იმპლემენტაციას... ის, რაც მაგიდაზე დევს, არის დაახლოებით 40-კაციანი სია“, — განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განმარტებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები იმის გამო არ წესდება, რომ ეს „დიალოგზე უარის“ ნიშანი იქნებოდა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ლუკაშენკოს, დათანხმდეს დიალოგს ეუთოს შუამავლობით, „მიიღოს ზომები ნდობის დამყარებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მით უმეტეს, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატები“.

„მნიშვნელოვანია ჩავრთოთ ლუკაშენკო [დიალოგის] პროცესში და გავაკეთოთ საამისოდ მაქსიმუმი. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ლუკაშენკო შეიძლება შევიდეს სასანქციო სიაში“, — აღნიშნა მაკრონმა.