თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე დღეს მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა BMC-ში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაცით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია