ყვითელი ამბები

„ახალი ეტაპი დადგა...“ - ნახეთ როგორ სახლში იცხოვრებენ თამო ვაშალომიძე და მისი შეყვარებული

პოპულარულმა მოდელმა საცხოვრებელი სახლის შეცვლა გადაწყვიტა. რამდენიმე დღეში ის მომავალი ბავშვის მამის ოჯახთან ერთად ახალ სახლში იცხოვრებს
Sputnik

ქალიშვილის გაჩენის შემდეგ ერთ-ერთი ქართველი სექს-სიმბოლო სატელევიზიო სივრციდან თითქმის გაუჩინარდა. ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ საჯაროდ თავად განაცხადა, რომ შეყვარებულია და სოციალური აქტიურობისა თუ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობისთვის აღარ სცალია. თამო ვაშალომიძე სულ მალე დედა მეორედ გახდება. მან მეორე შვილის სქესი რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რამაც მორიგი დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება.

სკანდალური ფოტოსესიები, თოქ-შოუებში ინტიმურ თემებზე ხმამაღლა საუბარი, გამომწვევი ჩაცმულობა და ინტრიგებით აღსავსე პირადი ცხოვრება – ეს თამო ვაშალომიძის პოპულარობის გზა და მეთოდებია, რომელიც დროებითმა პაუზამ და ვაჟზე ფეხმძიმობამ ჩაანაცვლა.

ცნობილი ფოტომოდელი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის. საკუთარ გადაცემაში მოდელმა ის პროცესი გადაიღო, რომელიც შეყვარებულის სახლში გადასვლას უკავშირდება. ვიდეოში ის მომენტებიც მოხვდა, თუ როგორ ალაგებს ძველ სახლში საკუთარ ნივთებს 7 თვის ორსული.