თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ცნება „მიკროინსულტი“ ოფიციალურად არ არსებობს, ის საყოფაცხოვრებო დონეზე გამოიყენება, განმარტა ექიმ-ანგიონევროლოგმა ევგენი შიროკოვმა.
„არსებობს ტრანზიტორული (გარდამავალი) იშემიური შეტევები. ეს არის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოკლევადიანი დარღვევები (ხშირად რამდენიმე წუთის განმავლობაში) ნევროლოგიური სიმპტომებით“, — თქვა ექიმმა.
შიროკოვის თქმით, ასეთი სიმპტომებია:
- მეტყველებისა და მხედველობის დაქვეითება;
- ხელებისა და ფეხების სისუსტე ან დაბუჟება;
- თავბრუსხვევა.
როგორც ექიმმა განმარტა, ეს სიმპტომები ისე მიმდინარეობს, რომ ტვინის დაზიანებას არ იწვევს.
ანგიონევროლოგის თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი „მიკროინსულტებისთვისაა“ დამახასიათებელი და რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება იყოს შენარჩუნებული.