კახი კავსაძე: როცა მაქებენ, მეშინია, რომ თავში არ დამარტყას და არ ამივარდეს

თეატრისა და კინოს ცნობილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე საკუთარ თავზე, ცხოვრებასა და პროფესიაზე საუბრობს.
Sputnik
კახი კავსაძე: როცა მაქებენ, მეშინია, რომ თავში არ დამარტყას და არ ამივარდეს
„ზოგისთვის ალბათ ორჯერ 90 წელია საჭირო, რომ ცხოვრების აზრზე მოვიდეს, რომ მიხვდეს საერთოდ რატომ დაიბადა, რატომ ცხოვრობს და ვინაა ამ ქვეყანაზე. ასეც ხდება ხოლმე, რომ ზოგი, როგორც კი იბადება, ყველაფერი „იცის“. მე არ ვიცი რომელ კატეგორიას მივეკუთვნები, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ აზრზე ვიყო. გამოდის? – არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, ახლა ნორმალურად ვარ. კაცს, რომელსაც თავში დაარტყამს, მაშინ მისთვის თავდება ყველაფერი“, – ამბობს კახი კავსაძე.

ცნობილი მსახიობი აღნიშნავს: „თეატრის გარეშე ჩემთვის ცხოვრება ძნელია, ადამიანისთვის, ვინც წლებია სცენაზე დგას, ძნელია, რომ დაკრას ფეხი და წავიდეს. არტისტი თავს იკლავს ხოლმე იმისთვის, რომ მაყურებელს სიხარული მიანიჭოს. სცენა და კიდევ შვილიშვილები მომენატრებიან ხოლმე...“