ყვითელი ამბები

„ნოემ არ გაიგოს...“ – რას უმალავენ ჯანეტ ქერდიყოშვილი და სოფო ნიჟარაძე პროდიუსერს?

ამჟამად ამერიკაში მცხოვრებმა მომღერალმა ჯანეტ ქერდიყოშვილის ფოტოზე კომენტარი დაწერა. ნახეთ რა არ უნდა გაიგოს ნოემ.
Sputnik

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის წყვილს რამდენიმე თვის წინ გოგონა ანა შეეძინა. ნათლობამდე ბავშვის ფოტოებს მალავდნენ და თაყვანისმცელებისთვის ხან ტერფის და ხან ზურგის ფოტოებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც ანა მოინათლა, წყვილი პერიოდულად აქვეყნებს გოგონას ფოტოებს, რომელიც დედას ძალიან ჰგავს. მორიგი ფოტოს გამოქვეყნებისას ჯანეტ ქერდიყოშვილს მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ დაუწერა, რომ ბავშვი ძალიან ჰგავდა მას, რაზეც ჯანეტმა უპასუხა – „ნოემ არ გაგიგოს“. როგორც ჩანს, პროდიუსერი და ტელეწამყვანი მამა დარწმუნებულია, რომ მესამე შვილი სწორედ მას ჰგავს.

ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემის ავტორი, უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.

როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.