ფოფხაძე: მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას
© Sputnik
„იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა, და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.
პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ 2020 წლის ივნისში დააფუძნეს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა – მარიამ ჯაშმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ და ჯაბა ჯიშკარიანმა.