არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს

დოკუმენტს, რომელიც არჩევნებზე ხმების დაცვას ითვალისწინებს, ხელი მოაწერა რვა მაჟორიტარმა კანდიდატმა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თბილისის დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად ისინი ერთად იმუშავებენ, რათა არჩევნების დღეს დარღვევები არ დაუშვან.

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა>>

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კანდიდატებმა ოპოზიციური პარტიებიდან: „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ (მირიან ნიკოლაძე), „გირჩი“ (ზურაბ ჯაფარიძე), „პატრიოტთა ალიანსი“ (არჩილ ბენიძე), „თავისუფალი საქართველო“ (თენგიზ ომანაძე), „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ (თამარ ჭიჭინაძე) და „რეფორმერი“ (დავით შალუტაშვილი), ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ანა დოლიძემ და გიორგი ქაჯაიამ.

არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს

„ჩვენი ქვეყნის მომავლის ფორმირება საარჩევნო უბნებზე მოხდება. შესაბამისად, დღეს სხვადასხვა პარტიის და ასევე მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატები ვერთიანდებით ერთი ამოცანის ირგვლივ – მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მსოფლმხედველობისა. ეს ამოცანა არის 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის ნების აღსრულება. ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ იქნება ბევრი მცდელობა, ამომრჩეველმა ადგილზე ვერ გამოხატოს თავისუფალი ნება. ინფორმაციის გაცვლის შედეგად მოვახდენთ კოორდინირებას, რომ დავიცვათ ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

არჩევნები 2020: ოპოზიციურმა კანდიდატებმა თბილისში საინტერესო შეთანხმება დადეს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 57 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული და 30-ს მაჟორიტარული სისტემით.