მსოფლიო დღეს

LG დასახვევი ტელევიზორების გაყიდვას იწყებს: ცნობილია პარამეტრები და ფასი

დისპლეის დახვევა 50 ათასჯერ არის შესაძლებელი, ანუ ეკრანის სიმტკიცის მარაგი 13 წლის განმავლობაში იქნება საკმარისი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დღეში ათჯერაც კი დაახვევთ.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. სამხრეთ კორეულმა კომპანია LG-მ მსოფლიოში პირველი „დასახვევი“ ტელევიზორი გამოუშვა, იუწყება გამოცემა GizChina კომპანიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რულონური მატრიცის მქონე პრემიალური ტელევიზორი LG Signature OLED TV R ბაზარზე უკვე მიმდინარე თვეში გამოჩნდება.

​ცნობილია, რომ ტელევიზორს აქვს დრეკადი OLED ეკრანი, რომელიც სპეციალურ სადგამზე ეხვევა და ამ პროცესს სულ 15 წამი სჭირდება.

სიახლის შემქმნელების თქმით, დისპლეის დახვევა 50 ათასჯერ არის შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკრანის სიმტკიცის მარაგი 13 წლის განმავლობაში იქნება საკმარისი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას დღეში ათჯერაც კი დაახვევთ.  

ცნობილია ისიც, რომ LG Signature OLED TV R-ს 100 ვატის სიმძლავრის აკუსტიკური სისტემა და 4К–გაფართოება აქვს.

კომპანიამ უკვე დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება სიახლეზე, თუმცა აშკარაა, რომ მასზე ხელი ბევრს არ მიუწვდება. საქმე ისაა, რომ დასახვევი ტელევიზორი 100 მლნ ვონზე მეტი (დაახლოებით 85 ათასი აშშ დოლარი) ეღირება.