თბილისი, 30 სექტემბერი ― Sputnik. პოზიტიურ ემოციებს გულის დაავადების განვითარების რისკის შემცირება შეუძლია, აცხადებს გულ-სისხლძარღვთა ქირურგი ვადიმ პოპოვი.
„დადებითი ემოციები უდავოდ წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკურ ფაქტორს. ვინაიდან სტრესი გულის დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ძალზე მნიშვნელოვანია ოპტიმისტური განწყობა. ეს ხელს უწყობს მრავალი პრობლემის მოგვარებას, გამოუვალ სიტუაციებშიც კი“, ― განუცხადა პოპოვმა РИА Новости-ს.
ექიმის განმარტებით, „კეთილ ადამიანს გული სხვების გამო სტკივა“, მაგრამ ეს მისი სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნების მექანიზმიც არის ― ის უფრო მოწყალეა და მშვიდი, ამიტომ ნაკლებად არის სტრესისკენ მიდრეკილი.
ამავე დროს, პოპოვის თქმით, კატეგორიულად მტკიცება იმისა, რომ კეთილი ადამიანი არ ავადმყოფობს, ხოლო ბოროტი ― კი, არ შეიძლება. უბრალოდ, კეთილმა შეიძლება იავადოს და დარჩეს კეთილად, ხოლო აგრესიული არ დაავადდეს და მაინც ბოროტად დარჩეს.
„აქ ძალიან ბევრი ფაქტორი თამაშობს როლს. ადამიანის სულიერი მდგომარეობა პირდაპირ გავლენას ახდენს მის ფიზიკურ სამყაროზე, მისი ორგანიზმის, სხეულის მდგომარეობაზე“, ― აღნიშნა ქირურგმა.
სექსი გულის შეტევიდან მოკლე ხანში უნდა აღდგეს: ებრაელი მეცნიერები წარმოდგენებს ამსხვრევენ>>
მისი თქმით, ადამიანის გულს შეუძლია იმუშაოს იმდენი, რამდენიც საჭიროა, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო თვითრეგულაციის მექანიზმები არ დაირღვევა. თავისთავად გულს აქვს თვითგანახლების მექანიზმი ― მისი უჯრედები მუდმივად ახლდება, რათა ფუნქცია შეინარჩუნოს, თუმცა დაბერების მექანიზმები ამას ხელს უშლის.