რთველი არა მხოლოდ ყურძნის მოსავლის აღება, არამედ მეღვინეობის ნამდვილი დღესასწაულიცაა. ამ დღეს ყველა ელოდება და წინასწარ ემზადება. მძიმე სამუშაო დღე კი საღამოს მთავრდება სუფრით და პოზიტიური განწყობითა და ემოციებით.
მართალია, წელს ყურძენს საწარმოები უფრო დაბალ ფასად იბარებდნენ, რამაც ფერმერებსა და მიწათმოქმედებზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ, როგორც მეღვინეები აცხადებენ, მათ ბრალი არაფერში მიუძღვით – ფასების ვარდნაზე მსოფლიო ბაზარი მოქმედებს. რა შეიძლება გაკეთდეს? ადრინდელივით ბევრი შრომა და იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება.
წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ფერმერების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირება მოახდინა.