კახეთში 51 წლის მამაკაცი დაჭრეს

პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი ცხელ კვალზე უკვე დააკავა. იგი დაჭრილი მამაკაცის ახლობელია.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 51 წლის მამაკაცი დაჭრეს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება ახლობელთან ყოფით ნიადაგზე მოუვიდა, მას ჭრილობა, სავარაუდოდ, საფანტის პისტოლეტიდან გასროლილი ტყვიით აქვს მიყენებული.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე უკვე დააკავა. ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.