ტატუ და ოფლიანობა: მეცნიერებმა კავშირი დაადგინეს

ამერიკელმა სპეციალისტებმა დასკვნა ექსპერიმენტის საფუძველზე გააკეთეს, რომელშიც დიდი ზომის ტატუს მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „ბოდი-არტ“ ხელოვნება სხეულის თერმორეგულაციის დარღვევას იწვევს და უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნდა Journal of Applied Physiology-ში. 

ახალგაზრდა კაცმა ზურგზე ტატუ გაიკეთა და დაყრუვდა: მიზეზი 6 თვის შემდეგ დადგინდა

სპეციალისტებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც დიდი ზომის ტატუს მქონე ადამიანები მონაწილეობდნენ. მოხალისეებს სპეციალური კოსტიუმები ჩააცვეს, რომელიც ოფლის გამოყოფას ასტიმულირებდა, და ტემპერატურის ცვლილებაზე კანის რეაქციას დააკვირდნენ.

გაირკვა, რომ კანის სუფთა ადგილებზე თერმული კოსტიუმის მიმართ ნორმალური რეაქცია დაფიქსირდა, ანუ ოფლი ჭარბად გამოიყო, ხოლო ტატუირებულ უბნებში — ნაკლებად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტატუირებულ ადგილებში წარმოქმნილი ოფლი ბევრად მარილიანი იყო.  

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ტატუირება კანის სეკრეციის მექანიზმს არღვევს, რაც „პოტენციურად ხანგრძლივ კლინიკურ გვერდით მოვლენად“ შეიძლება ჩაითვალოს.