რუსთავში 16 წლის გოგონა ავტოავარიას ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. მოზარდი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.