რატომ უფასურდება ლარი – პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განმარტება

დღეს ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ეს უნდა იყოს ე.წ. ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა.
Sputnik
რატომ უფასურდება ლარი – პრემიერ-მინისტრის მრჩევლის განმარტება
„დღეს ჩვენ ვაკვირდებით ლარის გაუფასურების პროცესს, რომელიც ფაქტობრივად განპირობებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით. ეს უკავშირდება წინასაარჩევნო გარემოს, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდას და, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებში და საზოგადოებაში იმის მოლოდინს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის რაღაც ნაწილი შეიზღუდება. მთავრობის მხრიდან ცალსახად დაფიქსირდა პოზიცია, რომ მასშტაბურ შეზღუდვებს ადგილი არ ექნება. რაც შეეხება მზაობას, ეროვნულ ბანკს და საქართველოს მთავრობას აქვს ყველა ის რესურსი, რომ ეს პროცესი მართოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა “TV პირველის” ეთერში.

ბოლო თვეებში ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 410 მილიონ დოლარზე მეტი  გაყიდა.