მძღოლი, რომელმაც რუსთავში არასრულწლოვანი გაიტანა, დაკავებულია

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი  მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. 
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს, იუწყება ტელეარხი „ფორმულა".

რუსთავში 16 წლის გოგონა ავტოავარიას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  16 წლის გოგონა ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი „მუსტანგის" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა.  თუმცა, გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, დანაშაული ოთხიდან შვიდ  წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.