მსოფლიო დღეს

ექიმებმა პაციენტს კუჭიდან 25 სმ სიგრძის არმატურა ამოუღეს: ვიდეო საოპერაციოდან

პაციენტის თქმით, არმატურა ორ წელზე მეტი ხნის წინ გადაყლაპა, როდესაც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ალმათის მე-4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგებმა მამაკაცს კუჭიდან 25 სმ სიგრძის არმატურა ამოუღეს, იუწყება „Sputnik–ყაზახეთი“.

როგორც ქალაქის ჯანდაცვის ადმინისტრაციაში იტყობინებიან, მამაკაცი ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ცხოვრობდა რკინის ნაჭრით სხეულში და ამ პრობლემის გამო მხოლოდ ახლაღა მიმართა ექიმებს.

პაციენტის თქმით, არმატურა ორ წელზე მეტი ხნის წინ გადაყლაპა, როდესაც საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა საავადმყოფოს მწვავე ტკივილებით 28 სექტემბერს მიმართა. პაციენტს რენტგენოდიაგნოსტიკა ჩაუტარდა და ის მაშინვე საოპერაციოდ გადაიყვანეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ექვსკაციანმა საოპერაციო ჯგუფმა დავალებას თავი 54 წუთში გაართვა.