ავარია ავტობანზე: არიან დაღუპულები და დაშავებულები

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სოფელ შავშვებთან ავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

შატილის გზაზე საშინელ ავარიაში გადარჩენილები კლინიკას ტოვებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი „ნისანის“ მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. ორი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიცია ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.