ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ სოცქსელების მომხმარებლები ახალი კაბით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა – ფოტო

ალბათ გახსოვთ ცოტა ხნის წინ როგორი ამბავი ატყდა დიზაინერის მიერ შექმნილ ვარდისფერ კაბაზე, რომელიც არეშიძეს მეგობრის ქორწილში ეცვა. ამჯერად თბილისის მერის მეუღლემ ასეთი არაორდინარული ფერის კაბა მოირგო.
Sputnik

ცოტა ხნის წინ ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე მეგობრის ნინა დოლიძის ქორწილში საკუთარი დიზაინით შექმნილი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. რამდენიმე საათში დიზაინერის კაბას უამრავი გამოხმაურება და მოწონება ხვდა წილად, რისთვისაც არეშიძემ მათ მადლობა საჯაროდაც გადაუხადა.

ამჯერად ანუკიმ საზოგადოებას მორიგი კაბა წარუდგინა – ჯერ შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს კაბის ფერის გამოცნობა სთხოვა, შემდეგ უკვე ფოტოს ორიგინალიც მოაყოლა. სტაფილოსფერი კაბა სოცქსელების ჰიტად იქცა. რამდენიმე წუთში ფოტომ უამრავი მოწონება და კომენტარი დააგროვა. ფოტო მოხვდა უცხოელი ბლოგერების „ინსტაგრამის“ გვერდებზეც.

საზოგადოების აღფრთოვანებას ანუკი არეშიძის დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ.

აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა. სელებრითებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სელებრითი ანუკია, მას 500 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს.

ყოფილი ფეხბურთელი და ამაჟამად თბილისის მერი კახა კალაძე და ანუკი არეშიძე 12 წელია ერთად არიან. წყვილმა ერთმანეთი მილანში 2008 წელს გაიცნო და მათ 2013 წელს იქორწინეს. 2019 წლის ზაფხულში წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ყველაზე უმცროსი ვაჟი – პატარა ნიკოლა მონათლა. ოჯახში პატარა ნიკოლას გარდა კიდევ სამი ბიჭი იზრდება – 12 წლის ლევანი, 7 წლის კახაბერი და 5 წლის ვაჩე.