თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. IT-ექსპერტმა მარტინ ჰრონმა ინტერნეტში ჩართულ ყავის სმარტ-მადუღარის სისტემაში შეაღწია და მას კრიპტოვალუტა Monero-ს მაინინგი აიძულა, წერს გამოცემა SlashGear.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტივირუსული პროგრამებით ცნობილი კომპანია Avast-ის თანამშრომელმა ექსპერიმენტისთვის ყავის მადუღარა Smarter iKettle აირჩია, რომელიც „ჭკვიანი სახლის“ სისტემას Wi-Fi-ს მეშვეობით უკავშირდება.
პროგრამისტმა სისტემის მიკროპროგრამაში შეაღწია და მასში ცვლილებები შეიტანა, რის შემდეგაც ის ყავის მადუღარას „მიუერთა“ და სრული კონტროლი დაამყარა საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე.
„ზომბირებული“ ყავის მადუღარა, მიუხედავად მისი მწირი გამოთვლითი უნარებისა, კრიპტოვალუტის მაინინგს შეუდგა. თუმცა მერე შეტყობინებები „გამოუშვა“, რომ გამოსასყიდის გარეშე მუშაობას აღარ აპირებდა და თან მდუღარე წყლის ფრქვევა დაიწყო.
ექსპერიმენტის შემდეგ მარტინ ჰრომმა აღნიშნა, რომ სმარტ–ნივთების მწარმოებლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ თავიანთი გაჯეტების უსაფრთხოებას.