მსოფლიო დღეს

მოსალოდნელია დოლარის მკვეთრი ვარდნა: ამერიკელი ექსპერტი სამ ფაქტორს ასახელებს

აშშ დოლარი ამ მომენტისთვის მკვეთრი ვარდნის ადრეულ სტადიაზე იმყოფება და ეს მხოლოდ დასაწყისია, მიაჩნია იელის უნივერსიტეტის პროფესორს.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ამერიკული დოლარის კურსი უახლოეს მომავალში შესაძლოა მკვეთრად დაეცეს, წერს Morgan Stanley Asia-ს ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად მთავარი ეკონომისტი სტივენ როუჩი Project Syndicate-შიგამოქვეყნებულ სტატიაში.

ლარის კურსმა პიკს მიაღწია: რა ელოდება საქართველოს ეროვნულ ვალუტას? - ფოტო

Morgan Stanley – ამერიკული საფინანსო კონგლომერატია (2008 წლამდე საინვესტიციო ბანკი), რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს საბროკერო ბიზნესს ფლობს. 

ექსპერტის თქმით, მაისიდან აგვისტომდე ამერიკული ვალუტის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4,3%-ით შემცირდა, თუმცა აშშ დოლარი მაინც ყველაზე ძლიერ ვალუტად რჩება მსოფლიოს სხვა ვალუტებთან შედარებით. 

ამასთან ერთად სტივენ როუჩმა დაასახელა სამი მიზეზი, რომელთა საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ დოლარის ფართო ინდექსი 2021 წლის ბოლოსთვის 35%-ით დაეცემა.

„მე კვლავ ველოდები, რომ დოლარის ფართო ინდექსი 35%-ით დაეცემა 2021 წლის ბოლოსთვის. ამას სამი ფაქტორი განაპირობებს: აშშ-ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი ზრდა, ალტერნატიული ვალუტების — ევროსა და იუანის როლის ამაღლება და ასევე ის, რომ გაქრა ამერიკული გამორჩეულობის განსაკუთრებული აურა, რომელიც დოლარს ტეფლონის გამძლეობას სძენდა თითქმის მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში“, — წერს როუჩი.

მისი აზრით, ამ ფაქტორებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას პირველი პუნქტი იმსახურებს. ექსპერტი აცხადებს, რომ აშშ-ში მაკროეკონომიკური დისბალანსის მკვეთრი და სწრაფი ზრდა გამოწვეულია შიდა ანაბრების რეკორდული ვარდნითა და მიმდინარე ოპერაციების დეფიციტის ზრდით.

სტივენ როუჩს მიაჩნია, რომ ეს „დოლარის დაცემის მხოლოდ დასაწყისია“.