ყვითელი ამბები

ნუკი კოშკელიშვილის ახალგაზრდა მშობლები პირველ შვილიშვილს ეთამაშებიან – ფოტოები

მსახიობი და ტელეწამყვანი ამერიკელ ქმარს დროებით დაშორდა. წყვილი კორონავირუსის პანდემიამ დააშორა. ნუკი თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. როგორ გამოიყურება სექსუალური მსახიობის დედ-მამა?
Sputnik

ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის. რამდენიმე კვირით ჩამოსულ მსახიობს არ გაუმართლა, მას ქმართან დაშორება და ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩენა მოუწია. წყვილი ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტება, რაც ნუკისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ის ქმართან განშორების განსაცდელს სხვადასხვა ხერხით ებრძვის.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა კი, პირიქით, სწორედ ქმარი და შტატებში გამგზავრება ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი დღე იზრდება.

ნუკის და ბენის ცხოვრებაში ახალი და ყველაზე საინტერესო ეტაპი 2018 წელს დაიწყო, როდესაც წყვილს ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა ამერიკაში დაიბადა. მთელი ორსულობის მანძილზე ნუკის ეგონა, რომ გოგონა ეყოლებოდათ. ბენის თქმით კი, გრძნობდა, რომ ნუკი ვაჟს აჩუქებდა.

პატარა ანგელოზს ოლივერ ნიკოლას ხაიმი დაარქვეს. როგორც სოციალური ქსელით ირკვევა, ნუკი და მსახიობის მშობლები ოლივერს ქართულად ესაუბრებიან და ბიჭუნამ დედის მშობლიური ენა კარგად აითვისა. ბებია და ბაბუა ოლივერს დიდ დროს უთმობენ. ეს მათი ოჯახის პირველი პატარა წევრია.