ყვითელი ამბები

გასაოცარი ლურჯი თვალები და დედა-შვილის მსგავსება – ნინა სუბლატის უახლესი ფოტო

ნინა სუბლატი ვაჟის სახეს არ მალავს. დედის და შვილის მსგავსება გაგაოცებთ. უსაყვარლესი ფოტო მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
Sputnik

ნინა სუბლატის და გიორგი შამანაურის ვაჟს ერთი თვე შეუსრულდა. მუსიკოსების ვაჟი დედას „ერთი-ერთში“ ჰგავს. ნინამ სულ ცოტა ხნის წინ უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა. პატარა ბიჭუნას დედასავით ლურჯი თვალები და ქერა თმა აქვს.

ნინა სუბლატს პირველი შვილი 26 აგვისტოს შეეძინა. „არ ვიცი, ვიღაც პატარა ბავშვია ჩემთან მოსული“ – არტისტმა პოსტი Instagram-ზე ამ წარწერით გამოაქვეყნა. ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა.

წყვილს ბიჭუნა შეეძინა და მას ალექსანდრე დაარქვეს. მომღერალმა ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე ემოციური პოსტი დაწერა. მათ შორის თაყვანისმცემლებისთვის გამოკითხვა ჩაატარა. ის ამ ტიპის კომუნიკაციას „ფოლოვერებთან“ არ წყვეტს. აღმოჩნდა, რომ ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში 20 კილოგრამი მოიმატა. ახლა შვილს უვლის და არასასურველ წონასაც საკუთარი ძალებით ებრძვის.

წარმატებული მომღერალი ფეხმძიმობის პერიოდში დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის გავრცელების დროს მისი ნათესავი დაინფიცირდა, რის გამოც ნინა სუბლატი რამდენიმე კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. „გილოცავ, დედიკოსავით ლამაზი იქნება!“, „გილოცავ! იმედია, ლამაზი თვალებით დედიკოს დაემსგავსება...“, „გილოცავთ! ნეტა შენნაირი სასწაული თვალები აქვს?“ – ასე ულოცავდნენ „ფოლოვერები“ და ნინას ერთგული გულშემატკივრები მომღერალს.