პროტესტი და კორონავირუსი: დაწესებული აკრძალვების წინააღმდეგ აქციის დაშლა ლონდონში – ფოტო

Sputnik

COVID-19-ის გავრცელების საფრთხე კვლავ აქტუალურია. ამ მხრივ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მკაცრი აკრძალვები და შეზღუდვებია. ეს კი უკვე აღშფოთებას იწვევს ხალხში, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და დადგენილი წესების გაუქმებას ითხოვენ.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს 188 ქვეყანაში მალე 33 მილიონს მიაღწევს. ხოლო დაღუპულთა რიცხვი მილიონს უახლოვდება. ჯერჯერობით იმედი არ არსებობს, რომ ამის შემდეგ მაინც სამწუხარო სტატისტიკის ტემპი შენელდება.

ვაქცინების წარმოება იწყება სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. სანამ ეს მოხდება, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა ორ მილიონსაც მიაღწიოს, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

1 / 15
ლონდონში კიდევ ერთი მიტინგი გაიმართა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვების წინააღმდეგ
2 / 15
"ჩვენ არ ვეთანხმებით!" - მომიტინგეები ამ ლოზუნგით გამოვიდნენ ქუჩებში. იყვნენ სხვებიც, რომლებიც ხელისუფლებას ტირანიაში ადანაშაულებდნენ
3 / 15
აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ აკრძალვებს და საყოველთაო ვაქცინაციას
4 / 15
აქციის მონაწილეები ასევე ეწინააღმდეგებოდნენ ნიღბების სავალდებულო ტარებას და კორონავირუსის ტესტების ჩაბარებას
5 / 15
ამასთან, სავარაუდოდ, ხელისუფლება არ ასრულებს მომიტინგეების მოთხოვნებს - მსგავსი წესები და შეზღუდვები მოქმედებს თითქმის მთელ მსოფლიოში
6 / 15
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაეროს ტრიბუნიდან მოუწოდა ყველა ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისკენ
7 / 15
მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები პროტესტს გამოხატავენ, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი 71 მილიონ ფუნტს ჩადებს COVAX– ის გლობალურ ინიციატივაში, რათა თავად შეიძინოს კორონავირუსის 27 მილიონამდე დოზა
8 / 15
ამასობაში, ლონდონში მომიტინგეები გამოდიან ქუჩაში ლოზუნგებით - "ნიღაბი ალიკაპია!", "ვაქცინაცია სავალდებულო არ არის!", "კორონავირუსი ფალსიფიკაციაა!"
9 / 15
მომიტინგეები COVID-19–ის გავრცელების აღსაკვეთად შემზღუდველ ზომებს მიიჩნევენ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დარღვევად
10 / 15
ლონდონის საპროტესტო აქციის კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები, პრაქტიკულად, არ იყენებენ ნიღბებს. სხვათა შორის, ეს ამგვარი აქციების დაშლის ერთ-ერთი მიზეზია. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დემონსტრანტები სხვებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ
11 / 15
საპროტესტო დემონსტრაციები დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში ზაფხულში დაიწყო და ახლაც რეგულარულად მიმდინარეობს
12 / 15
ადამიანები არ წყვეტენ ამჟამინდელი შეზღუდვების გამო უკმაყოფილების გამოთქმას. ისინი COVID-19-ში რეალურ საფრთხეს ვერ ხედავენ
13 / 15
ამასთან, შეზღუდვები დარჩება მანამ, სანამ ვაქცინა ფართოდ გახდება ხელმისაწვდომი. ზამთარში კი - აკრძალვები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს, რადგან ექსპერტები შიშობენ, რომ სიტუაცია შეიძლება გართულდეს სეზონური რესპირატორული დაავადებების გავრცელების გამო
14 / 15
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ. მიუხედავად დიდი ჯარიმებისა, ყველაზე აქტიური მომიტინგეები მაინც განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას
15 / 15
მსგავსი აქციების დასაშლელად ხელისუფლებამ პოლიციის მნიშვნელოვანი ძალები გამოიყენა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები 10,000 ფუნტით დააჯარიმეს