ყვითელი ამბები

ლიზა ყენია ბიუსტჰალტერის გარეშე პოზირებს – მომღერლის ეროტიკული ხასიათის ფოტო

პოპულარული მომღერლის სითამამე დიდ ყურადღებას იქცევს. ლიზა ყენიას მორიგი ექსტრავაგანტული გამოჩენა. რა ფოტო გაავრცელა ახალგაზრდა შემსრულებელმა?
Sputnik

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ლიზა განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალურად წარმოადგენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე არანაკლებ სწრაფად გაითქვა.

ლიზა ყენია ახალი ჰიტების შექმნას არ წყვეტს. მის ახალ სიმღერას YOUTUBE-ის ოფიციალურ გვერდზე 290 ათასამდე ნახვა აქვს. რაც მთავარია, ქართველი მომღერლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას ლიზას შემოქმედება მოეწონა.

აი, როგორ ეხმაურებოდნენ შავკანიან მსახიობთან ერთად გადაღებულ კლიპს: „ნამდვილად კარგია, ქართველი არტისტისგან რომ არ ელი, აი ისეთია...; „სუპერ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესოა, რაც კი მინახავს... ევროპის დონის კლიპია!“; „ძალიან კარგიაა. ლიზაა, ნიჭიერი გოგო ხარ! ეს სიმღერა ორი დღეა აკვიატებული მაქვს“.