„თუ საჭირო გახდა“, ერევანი ყარაბაღში „ისკანდერებს“ და გამანადგურებლებს გამოიყენებს

უკვე მეორე დღეა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის არის მსხვერპლი.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას აუცილებლობის შემთხვევაში ერევანს შეუძლია გამოიყენოს სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერები“ და ასევე მოიერიშე გამანადგურებლები, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არწრუნ ოვანისიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანში: ქვეყანაში საერთაშორისო ავიარეისები გაუქმდა

მისი თქმით, ეს მხოლოდ საომარი მოქმედებების წარმოების ლოგიკასთან შესაბამისობაში მოხდება.

„როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიან, როდესაც ეს შესაბამისობაში იქნება საბრძოლო მოქმედებების წარმოების ლოგიკასთან, დადგება აუცილებლობა, მაშინ ერთმნიშვნელოვნად გამოიყენებენ“, — აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამასთან, ოვანისიანის განცხადებით, სამხედროებს აქვთ ბრძოლების წარმოების მკაფიო გეგმები, ინსტრუმენტები და ტაქტიკა, თუმცა წინასწარ მსჯელობა ამა თუ იმ ტიპის იარაღის გამოყენების თაობაზე მან უადგილოდ მიიჩნია.

უკვე მეორე დღეა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ორივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს შორის არის მსხვერპლი. კონფლიქტის ესკალაციას ბაქო და ერევანი ერთმანეთს აბრალებენ.

ყარაბაღში ბრძოლა გრძელდება, ტრამპი კომენტარს აკეთებს: ბოლო ცნობები და ვიდეო ფრონტიდან>>

სომხეთმა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით სამხედრო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა აზერბაიჯანშიც.