აჭარა კვლავ „ლიდერია": კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054  ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.   

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 32 – იმერეთი, 32 – თბილისი, 16 – გურია, 14 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 11 – სამცხე-ჯავახეთი, 7 – ქვემო ქართლი, 4 – კახეთი, 1 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 29 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და 5552-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 2054 ადამიანი, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.