Miss Office და 25 ათასი დოლარი: ვინ არის ულამაზესი ლარა იანი

გოგონა სამოდელო კარიერის გამოცდილებით გვირგვინისთვის და ფულადი პრიზისთვის იბრძოლებს. მისი კონკურენტები იქნებიან გოგონები რუსეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. „ვიცე მის საქართველო - 2017“ ლარა იანი გახდა ნახევარფინალისტი სილამაზის საერთაშორისო კონკურსში „მის ოფისი - 2020“, რომლის მთავარი პრიზი საკმაოდ სოლიდური თანხაა - 25 ათასი დოლარი.

Miss Office და 25 ათასი დოლარი: ვინ არის ულამაზესი ლარა იანი

„მის ოფისი“ - ყოველწლიური სილამაზის კონკურსია, რომელშიც ოფისის თანამშრომლები მონაწილეობენ. ის 2010 წელს დაწესდა და მისი მთავარი მიზანია - წარმატებული საქმიანი ქალის იმიჯის პოპულარიზაცია.

ინტერნეტ-კენჭისყრა კონკურსის ვებგვერდზე 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 113 ნახევარფინალისტიდან ფინალური შოუს 30 მონაწილეს შეარჩევენ.

„ეს ლამაზმანები მოიპოვებენ შესაძლებლობას წარადგინონ საკუთარი ქალაქი ან ქვეყანა და მთავარი პრიზის სახით მოიგონ 25 ათასი დოლარი, მდიდრული გვირგვინი (რომელოც მუდმივ „მფლობელობაში“ გადაეცემა) და შესაძლებლობა გახდე გენერალური სპონსორის, კომპანია „კომუსის“ სარეკლამო სახე“, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

Miss Office და 25 ათასი დოლარი: ვინ არის ულამაზესი ლარა იანი

ლარა იანი - თბილისში კომპანია 1 Beauty bar-ის შეფია. ლარა რამდენიმე ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, ქალაქ ჩებოქსარიში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. გოგონას დევიზია: „არ დაგავიწყდეს დაიძინო ოცნებით და გაიღვიძო მიზნით“.

Miss Office და 25 ათასი დოლარი: ვინ არის ულამაზესი ლარა იანი

ქართველი ლამაზმანის კონკურენტები იქნებიან გოგონები რუსეთიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

Miss Office და 25 ათასი დოლარი: ვინ არის ულამაზესი ლარა იანი
მსურველებმა გოგონას უნდა დაუჭირონ მხარი და ხმა ვებგვერდზე მისცენ. წესების მიხედვით, ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ, თუმცა ნახევარფინალის სამი მონაწილისათვის. ამ ეტაპის შემდეგ დარჩება სულ 30 მონაწილე: 25 - ონლაინ-კენჭისყრის შედეგების მიხედვით და 5 - საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით.
Miss Office და 25 ათასი დოლარი: ვინ არის ულამაზესი ლარა იანი

შერჩევის შემდეგ საოფისე თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ „მის ოფისი - 2020“-ის საფინალო შოუში, რომელიც მოსკოვში 21 ნოემბერს გაიმართება.

ორგანიზატორები და კონკურსის პარტნიორები კონკურსის ყველა მონაწილეს პირდებიან სხვადასხვა პრიზებს: მოგზაურობებს, საიუველირო სამკაულებს, გაჯეტებს, კოსმეტიკურ ნაკრებებს, SPA-პროგრამებს, ფიტნეს-აბონემენტებს და სხვ.