საქართველოში კორონავირუსით 28-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია 18 პაციენტი
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ყვარელში ოთხთვიანი პაუზის შემდეგ კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან იმერეთში - 55.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება. კრიტიკულ მდგომარეობაშია 18 პაციენტი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.