ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ევროკავშირის საერთაშორისო მისიაში 2014 წლიდან ჩაერთვნენ
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება პირველი არხი.

ტერიტორიული რეზერვის პროგრამით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება

ეროვნული გვარდიის მეხუთე ნაკრები ოცეული მეექვსე ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან ნიკოლოზ ასანაშვილის მეთაურობით და უფლებამოსილება უკვე გადაიბარა.

ქართველი სამხედროები ევროკავშირის მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ ბანგიში სამხედრო ბაზა „უკატექსზე" ასრულებენ. მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პატრულირება, კონვოი და ესკორტირება წარმოადგენს.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2014 წლიდან მონაწილეობენ. EUFOR RCA-ს მისია 2014 წელს დაიწყო.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2014 წლიდან ჩაერთვნენ.